მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დენის დარტყმის შემდეგ გული გაუჩერდა, მედიკოსები სასწაულებს ჩადიოდნენ, თუმცა სასწაული არ მოხდა”

“დენის დარტყმის შემდეგ გული გაუჩერდა, მედიკოსები სასწაულებს ჩადიოდნენ, თუმცა სასწაული არ მოხდა”

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილ 4 წლის ბავშვს გლოვობენ.

სოფლის მაჟორიტარის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა.

“დენის დარტყმის შემდეგ გული გაუჩერდა, თერჯოლის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, ორი საათი რეანიმაციაში ჰყავდათ, მედიკოსები სასწაულებს ჩადიოდნენ, რომ ბავშვისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებიათ, თუმცა სასწაული არ მოხდა. მთელი სოფელი ვართ უბედურ დღეში, უდიდესი ტრაგედიაა ეს ამბავი ჩვენი რაიონისთვის”, – განაცხადა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მანუჩარ ფანჩულიძემ ტელეკომპანია “არგოსთან” საუბრისას.

კომენტარები