მთავარიახალი ამბებიიმერეთი

დეპუტატები, რომლებიც ქუთაისის საკრებულოს სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენდნენ

დეპუტატები, რომლებიც ქუთაისის საკრებულოს სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენდნენ

ქუთაისში 2023 წელს  საკრებულოს სხდომა 34-ჯერ ჩატარდა. გასული წლის განმავლობაში 22 რიგითი და 12 რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

2023 წელს ქუთაისის საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურებამ 1,195,826 ლარი შეადგინა. თვეების მიხედვით განსხვავდებოდა შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხები. ამ მხრივ ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები 2023 წელს ივნისის თვეში გაიცა. ივნისის თვეში შრომის ანაზღაურებაზე 117,319 ლარი დაიხარჯა, როდესაც სხვა თვეების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 106-დან 110 ათას ლარამდე მერყეობდა.

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, შრომის ანაზღაურების პარალელურად, ქუთაისის საკრებულოში აქტუალურია გაცდენების მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ გაცდენებით 2022 წლის მსგავსად კვლავ ოპოზიციის წევრები გამოირჩევიან. გაცდენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდებათ:

კახაბერ გაბუნია – 14 გაცდენა

დავით ბახტაძე – 13 გაცდენა

დარეჯან ფხაკაძე – 13 გაცდენა

ანა კოხრეიძე – 12 გაცდენა

ქეთევან ხურციძე; ნინო ბიბილეიშვილი; თედო მესხი; ნინო ჩიკვაშვილი – 11 გაცდენა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები 6 თვე ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდნენ, ისინი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი და მოქმედი წევრებისგან განსხვავებით, უცნობია, რა მიზეზით არ ესწრებოდა სხდომებს პარტია “საქართველოსთვის” ყოფილი წევრი ნინო ჩიკვაშვილი, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატია.

კომენტარები