მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დიდი ალბათობით ჯანმო წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, თუმცა ვირუსი არ გაქრება”

“დიდი ალბათობით ჯანმო წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, თუმცა ვირუსი არ გაქრება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დიდი ალბათობით წელს პანდემია დასრულდება, თუმცა ვირუსი არსად გაქრება.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი შეგვაწუხებს,თუმცა არა ისე, როგორც ამ წლების განმავლობაში.

“ხშირად მეკითხებიან თუ ვითარება მშვიდდება რატომ უნდა აიცრას მოსახლეობა, იმიტომ უნდა აიცრას, რომ ეს ვირუსი არის არაპროგნოზირებადი, ჯერ კიდევ არ ვიცით რა შტამი შეიძლება წარმოიშვას. რაც მეტი იქნება იმუნური ფენა, მით ნაკლები იქნება შანსი ახალი ტალღების მიღების. მწვავე ფაზას პანდემის განვითარებისას ვამთავრებთ და დიდი ალბათობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს. ვირუსი არ გაქრება, ის შეგვაწუხებს, მაგრამ არა ისე, როგორც ამ წლების განმავლობაში გვაწუხებდა”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ქუთაისში იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მედიასთან შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს იმუნიზაციის პროგრამა, მისი მნიშვნელობა საზოგადოების ჯანმრთელობისათვის, ასევე კორონავირუსი და მსოფლიო დღეს. დარგის ექსპერტებმა პანდემიასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხეს.

კომენტარები