მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“დიდი სიამოვნებით ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს შინ და გარეთ”

“დიდი სიამოვნებით ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს შინ და გარეთ”

რუსეთში სამხედრო არეულობას საქართველოში პოლიტიკური სპექტრი აფასებს.

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხათუნა არველაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოკუპანტ რუსეთში მიმდინარე არეულობას ის სიამოვნებით უყურებს და აღნიშნავს, რომ ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტია.

“დიდი სიამოვნებით ვაკვირდები მიმდინარე მოვლენებს შინ და გარეთ. ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტია, ხოლო ოკუპანტი რუსეთი რაცაა ეს კიდევ ერთხელ და არაერთხელ ცხადია”, – წერს ხათუნა არველაძე.

ცნობისთვის, რუსეთში 23 ივნისს სამხედრო არეულობა დაიწყო. კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ ბანაკზე სარაკეტო იერიში მიიტანა და დაქირავებული მებრძოლების დიდი რაოდენობა დაიღუპა. რუსეთის თავდაცვამ ბრალდებები უარყო.

პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენი. “ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელის მტკიცებით, აკონტროლებენ ვორონეჟსაც.

კომენტარები