მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დროშა ვერ დაკიდენ, ვერ დაკიდენ, თეთრ ხიდზე რამდენიმე თვეა, მინაა გაბზარული, იგიც ვერ გამოცვალენ”

“დროშა ვერ დაკიდენ, ვერ დაკიდენ, თეთრ ხიდზე რამდენიმე თვეა, მინაა გაბზარული, იგიც ვერ გამოცვალენ”

ქუთაისში, ქალაქის ისტორიულ “თეთრ ხიდზე”, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაზიანებული პანორამული მინა ამ დრომდე არ შეუცვლიათ. უსაფრთხოების მიზნით, საფეხმავლო შუშა უკვე რამდენიმე კვირაა რკინის ჯებირებით არის შემოსაზღვრული.

ადგილობრივების თქმით, ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ ხშირად იჩენს თავს პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“ეს არის ქალაქ პოპერინგის მერიის შენობა, სადაც მუშაობს ზუსტად 10 კაცი. ქუთაისის მერიაში მუშაობს 1000 კაცზე მეტი, მე რომ ვიყავი მაშინ და მის მერე ზარდენ და ზარდენ. დროშა ვერ დაკიდენ, ვერ დაკიდენ… თეთრ ხიდზე რამდენიმე თვეა, მინაა გაბზარული, იგიც ვერ გამოცვალენ”, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია.

კომენტარები