მთავარიახალი ამბებისლაიდი

დღეიდან ქორწინების რიტუალების საფასური იზრდება

დღეიდან ქორწინების რიტუალების საფასური იზრდება

პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალების საფასური იზრდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად, 75 იქნება.

რაც შეეხება ქორწინების სახლში სპეციალურ სარიტუალო მომსახურებას, შაბათ-კვირას საფასური 150-ის ნაცვლად, 225 ლარი იქნება. კვირის დღეებში კი – 90 ლარის ნაცვლად – 135.

იუსტიციის სახლისა და ქორწინების სახლის გარეთ რიტუალის ჩატარება 170 ლარის ნაცვლად 255 ეღირება.

კომენტარები