8 ნოემბრის მოლოდინში – კანდიდატის სტატუსის ბედი რამდენიმე საათში გაირკვევა
8 ნოემბერს გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება გამოქვეყნდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
2022 წლის ივნისში, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს სტატუსზე ერთხელ უკვე უარი ეთქვა. ევროპულმა საბჭომ მაშინ საქართველოს მხოლოდ “ევროპული პერსპექტივა” აღიარა და სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტული რეფორმა განუსაზღვრა.
ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია ჰქონდა შესრულებული.
კომენტარები