მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ეკოლოგიური კატასტროფა მდინარე ძირულაზე! ალბათ, გაწყდა თევზის 90%”

“ეკოლოგიური კატასტროფა მდინარე ძირულაზე! ალბათ, გაწყდა თევზის 90%”

მდინარე ძირულაში თევზი დაიხოცა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ეკოლოგიური კატასტროფა მდინარე ძირულაზე! ალბათ, გაწყდა თევზის 90 %. არანაირი სულიერი აღარ მოძრაობს წყალში! არავინ არაფერი არ იცის რა მოხდა. უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ!”, – წერს ხარაგაულის მცხოვრები როსტომ გაჩეჩილაძე.

გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქმის წარმოება დაიწყეს.

დეპარტამენტის ცნობით, ძირულადან აღებულია მდინარის წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები, რომელიც კვლევების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიაში. პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე კი კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

კომენტარები