მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის ზრდას არ ველოდებით”

“ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის ზრდას არ ველოდებით”

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის სექტორში ტარიფები რჩება უცვლელი.

მისივე თქმით, არსებულ პირობებში ზრდას არც ბუნებრივი აირის სექტორში არ ელოდებიან.

“ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ის მომდევნო წელსაც, ანუ ამ შემოდგომასა და ზამთარში იქნება უცვლელი. ბაზრის გახსნამდე ჩვენ მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან ამ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ზრდას ამ ნაწილშიც არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, რომ ზამთრის სეზონისთვის ქვეყანა როგორც ელექტროენერგიით, ასევე ბუნებრივი აირით მომარაგების ნაწილში სრულ მზადყოფნაშია.

“ჩვენ არ ვართ პირდაპირ გაზის მყიდველი ბირჟაზე და აზერბაიჯანთან გრძელვადიანი მოწოდების ხელშეკრულება გვაქვს, შესაბამისად, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამის ფასის მკვეთრი ზრდა ჩვენთან გაზის ფასებზე არ ასახულა. ეს ტენდენცია შენარჩუნდება ანუ ფიქსირებული ფასში, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ქვეყანა მიიღებს გაზს. მისაწოდებელი გაზის ფასის ზრდის საფრთხე არ არსებობს. ელექტროენერგიას რაც შეეხება, ელექტროენერგიის ფასი მერყეობს და სხვადასხვა პერიოდებში და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანას რა მოცულობის ელექტროენერგია და რა ფასად აქვს, აქედან გამომდინარე პერიოდულად ელექტროენერგიაზე ფასები იცვლება და სხვადასხვაა, თუმცა ფასების მყისიერი ზრდა აქაც არ გვაქვს“, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები