მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ელიზბარაშვილი, ელიოზაშვილი, ერისთავი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ელიზბარაშვილი, ელიოზაშვილი, ერისთავი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ელიზბარაშვილის, ელიოზაშვილის და ერისთავის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ელიზბარაშვილი – საკუთარი სახელი “ელიზბარ”. ელიზბარის ეტიმოლოგია არაა დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.

ელიოზაშვილი – გავრცელებულია ქართლში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “ელიოზი”. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.

ერისთავი – გავრცელებულია ახმეტის რაიონში( ქისტაური). გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი. მეფის მიერ დანიშნული გარკვეული კუთხის გამგებელი ფეოდალურ საქართველოში (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვ.)

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები