მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ერთი ძმა ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია”

“ერთი ძმა ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ძმები ავარიაში მოყვნენ, მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ჩემო მეგობრებო მთელი მსოფლიოს მაშტაბით!!!! მოხდა საშინელი ამბავი ამერიკაში!!! ჩემი ერთ ერთი პირველი თაობის მოსწავლე
მიშიკო (მიხეილი) მეცხვარიშვილი და მისი ძმა დემეტრე მოყვნენ საშინელ ავარიაში!!! სამწუხაროდ, დემეტრე ადგილზევე გარდაიცვალა! ჩემი მიშიკო კი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში (კომაში) წევს ჰოსპიტალში და ებრძვის სიცოცხლეს!!!

რამდენი ხანია, მე ღმერთისთვის არაფერი არ მითხოვია და ეხლა ვთხოვ მთელი ჩემი შეგნებით!!! გულით და სულით რომ გადაგვირჩინოს ჩვენი მიშო!!! ნუ დაღუპავს მთლად ბოლომდე
მის განადგურებულ მშობლებს!!! ძალიან გთხოვთ!!!!გემუდარებით!!!!

მოიხსენიეთ ლოცვებში ეს უკარგესი, უკეთიშობილესი და უნიჭიერესი 19 წლის ბიჭი, რათა მოხდეს სასწაული და გადაურჩეს სიკვდილს!!!”, – წერს ამერიკაში მოღვაწე პიანისტი მერაბ ებრალიძე.

კომენტარები