მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ერთხელ არ დაინტერესდა ქუთაისის მერი ჩვენი ბედით, სააღდგომოდ გამხმარ ქათამს მოგვიგდებენ“ (Video)

“ერთხელ არ დაინტერესდა ქუთაისის მერი ჩვენი ბედით, სააღდგომოდ გამხმარ ქათამს მოგვიგდებენ“ (Video)

“ერთხელ არ დაინტერესდა ქუთაისის მერი ჩვენი ბედით, სააღდგომოდ გამხმარ ქათამს მოგვიგდებენ და ის არის ჩვენი წლიწად-წლამდე გასატანი სარჩო”, – ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ადამიანები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ადგილობრივების თქმით, მათ სოციალურ საცხოვრისში ცხოვრება უკიდურესი სიღარიბის ფონზე უხდებათ.

“ჩვენი მდგომარეობა ყველამ კარგად იცის. წვიმისას 15 წუთში სახლში შემომდის წყალი. 8 სული ვცხოვრობთ, რძალი მოვიყვანე, მაგრამ მაინც ერთ ოთახში ვცხოვრობთ. ბინა დამიმატეს, მაგრამ შუქი გათიშულია, არც გაზი მაქვს, შედიან დასაწოლად და გამოდიან. მერიისგან არანაირი დახმარება არ გვაქვს, საერთოდ არ მინახავს, არ ვიცნობ ვინ არის ქალაქის მერი. ერთხელ არ დაინტერესდა კაცი, ჩვენი ბედით. სააღდგომოდ გამხმარ ქათამს მოგვიგდებენ და ის არის ჩვენი წლიწად-წლამდე გასატანი სარჩო”, – აცხადებს საცხოვრისში მცხოვრები მირანდა ნემსიწვერიძე.

კომენტარები