მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ერის კაცი ხართ”, – იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპების თანამშრომლები ღარიბაშვილს ქუჩებში “შემთხვევით შეხვდნენ”

“ერის კაცი ხართ”, – იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპების თანამშრომლები ღარიბაშვილს ქუჩებში “შემთხვევით შეხვდნენ”

“ერის კაცი ხართ”, “დანის პირზე გადიხართ”, “თქვენს გვერდით ვართ”, – ირაკლი ღარიბაშვილს იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მერიის და ა(ა)იპების თანამშრომლები დახვდნენ და პრემიერ-მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ვიდეოკოლაჟი არასამთავრობო ორგანიზაციამ “ევროპა ჩემი სახლია” მოამზადა, სადაც ჩანს, რომ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის და სამტრედიის მერიის და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული ადამიანები ქუჩაში, “შემთხვევით შეხვედრისას” რიგითი მოსახლეობის სტატუსით ხვდებიან და მთავრობის მეთაურს ომში არჩართვისთვის მადლობას ეუბნებიან.

ღარიბაშვილი იმერეთში 30 აპრილს იმყოფებოდა.

კომენტარები