მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ეს არის დამარხული სოფელი, ჩვენი მთელი ცხოვრების ნაწვალებს მიწა იმიტომ ყლაპავს, რომ ვიღაც მილიონებს შოულობს“

“ეს არის დამარხული სოფელი, ჩვენი მთელი ცხოვრების ნაწვალებს მიწა იმიტომ ყლაპავს, რომ ვიღაც მილიონებს შოულობს“

დანგრეული სახლები, ევაკუირებული ადამიანები, დაცლილი შენობა-ნაგებობები და გახიზნული შინაური ფრინველი და პირუტყვი – ასეთია სურათი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში.

ამ დროისთვის დანგრეული ან დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია 30-მდე სახლი.

დაზარალებულები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ ოჯახები ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს.

“ეს არის დამარხული სოფელი, ითხვისის მოსახლეობა დანგრეული და მიწაში ჩაფლული სახლების პირისპირ აღმოვჩნდით. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს, როცა შენი მთელი ცხოვრების ნაწვალებს მიწა იმიტომ ყლაპავს, რომ შენს ქვემოთ კომპანია მანგანუმს მოიპოვებს, მილიონებს შოულობს და სახელმწიფო ვერ ბედავს, რომ უთხრას ნუ ღუპავ ხალხსო”, – აცხადებს დაზარალებული ნელი მეგრელიშვილი.

ჭიათურაში, ადგილობრივების თქმით, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის გამო 30-მდე სახლი დაზიანდა ან დაინგრა.

 

ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი

კომენტარები