მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ეს არის მკვლელი კორპუსები“ – ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსების ფასადები ინგრევა

“ეს არის მკვლელი კორპუსები“ – ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსების ფასადები ინგრევა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადები ინგრევა.

მრავალსართულიანი კორპუსებიდან გადმოცვენილი ბათქაში, ტროტუარზე მოსიარულე ქვეითებს საფრთხეს უქმნის.

ადგილზე ცოტა ხნის წინაც ჩამოიშალა ფასადი, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახურის მისვლა და პრევენციის მიზნით ბათქაშის ჩამოხსნა გახდა საჭირო.

“ვიდრე ვინმეს არ მოკლავს, ამ კორპუსების რეაბილიტაციას არ მოახდენენ? ეს არის მკვლელი კორპუსები”, – აცხადებენ ადგილობრივები.

კომენტარები