მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ეს არის სახელმწიფო ქონების გაყიდვა, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით”

“ეს არის სახელმწიფო ქონების გაყიდვა, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით”

ქუთაისში სახელმწიფო ქონებას ყიდიან. ჭავჭავაძის გამზირზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ძველ ფილებს კი კომპანია ყიდის.

ფაქტი ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციამ შეისწავლა და დადასტურდა, რომ მეორადი ფილების ფასი ადგილზე კვ.მ 5 ლარია. ამის დასადასტურებელად კი მათ აუდიო ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ჩანს, რომ ქვაფენილის ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მოძრაობის წევრები შესაბამის უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

“ეს არის სახელმწიფო ქონების გაყიდვა. თუ ეს ფილები ვარგა, მაშინ რატომ ატარებენ რეაბილიტაციას, თუ არ ვარგა მაშინ რატომ ყიდიან. მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნულით”, – აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

კომენტარები