მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს არის ქალაქის მთავარი სავიზიტო ქუჩა, ტურისტების თავშეყრის ადგილი, ასეთი რამ უნდა ხდებოდეს?”

“ეს არის ქალაქის მთავარი სავიზიტო ქუჩა, ტურისტების თავშეყრის ადგილი, ასეთი რამ უნდა ხდებოდეს?”

ქუთაისში, ცენტრალურ და პერიფერიულ ქუჩებზე არსებული სანაგვე ურნები ძირითად შემთხვევაში გადავსებულია.

მოსახლეობა იძულებულია, ნარჩენები ურნების გვერდით განათავსოს.

ადგილობრივების თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა უფრო სწრაფი ინტერვალებით უნდა იმუშაონ.

“ეს არის ქალაქის მთავარი სავიზიტო ქუჩა, ეს არის ტურისტების თავშეყრის ადგილი. ასეთი  რამ აქ უნდა ხდებოდეს? მერე გადაუღებენ უცხოელები ფოტოებს და რომ დაგვცინიან, გვწყინს”, – აცხადებს ადგილობრივი ლილი დეისაძე.

კომენტარები