მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ეს სკამი, რაზეც ზიხარ, ამად ღირს სულხან?!” – მესხიშვილის თეატრის მსახიობი ხელმძღვანელს მიმართავს

“ეს სკამი, რაზეც ზიხარ, ამად ღირს სულხან?!” – მესხიშვილის თეატრის მსახიობი ხელმძღვანელს მიმართავს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი და ქუთაისის საკრებულოს წევრი ანა კოხრეიძე თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის ანტიდასავლურ განცხადებას პასუხობს.

კოხრეიძე გოგოლაშვილს მიმართავს, არასოდეს გააკეთოს მსგავსი განცხადება თეატრის სახელით.

“თეატრში 23 წლის ასაკიდან ვმუშაობ, ჩემი თაობის ყველა მსახიობი, რომელიც 1990-იან წლებში გაყინულ თეატრში მუშაობდა, დაავადებულია ე.წ.” ოსტრეოხონდროზით”, ძვლის ანთებითი პროცესით.

არასდროს არ დაგვიწუწუნია, ვიცოდით, თეატრს გადარჩენა სჭირდებოდა.

რაც შეეხება ჩვენს ამჟამინდელ დირექტორს, ბატონ სულხან გოგოლაშვილს, ის წინა მთავრობის მიერ გამთბარ “გაღუღუნებულ” თეატრში დაბრუნდა. მე პირადად პოლიტიკა არასდროს შემიტანია და პატივს ვცემ ყველა ჩემი კოლეგის არჩევანს. ამაში ბატონი სულხანიც დამეთანხმება. ამიტომ გთხოვთ, არასოდეს გააკეთოთ ისეთი განცხადება და ქვემოთ მიუთითოთ ჩვენი თეატრი. პატივი ეცით ყველა მსახიობის და იქ მომუშავე ადამიანების აზრს და დამოკიდებულებას.

p. s. ეს სკამი, რაზეც ზიხარ, ამად ღირს სულხან?!. გული მატკინე”, – წერს კოხრეიძე.

მესხიშვილის თეატრის დირექტორის აზრით, ევროპა საქართველოს “უსამართლობისა და უკანონიბსკენ” უბიძგებს.

კომენტარები