მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ეს ქუჩა იმდენად მჭიდრო დასახლებულია, გადავრჩით, რომ სახლები არ გადაიწვა”

“ეს ქუჩა იმდენად მჭიდრო დასახლებულია, გადავრჩით, რომ სახლები არ გადაიწვა”

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურს წყალტუბოს მეხანძრე-მაშველები ეხმარებიან.

ცეცხლის გავრცელების და სხვა შენობებზე გადადების საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

“სასწაულებრივად გადავურჩით, რომ სახლები არ გადაიწვა, სახანძროში რომ დავრეკეთ, იმდენი კითხვები დასვეს, საუბრის დასრულების შემდეგ ცეცხლი უკვე მძვინვარებდა, ღმერთმა გადაგვარჩინა, თორემ ეს ქუჩა იმდენად მჭიდრო დასახლებულია, რომ რამდენიმე სახლი მთლიანად დაიწვებოდა”, – აცხადებს ერ-ერთი ადგილობრივი.

ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში ხანძარი დაახლოების ორი საათის წინ გაჩნდა.

ამ დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

კომენტარები