მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას” – წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვისთვის ემზადებიან

“ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას” – წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვისთვის ემზადებიან

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვისთვის ემზადებიან.

სტუდენტები საერთო განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებენ.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც აცნობიერებენ სწორ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ერთხმად და მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უგულებელყოფს  საქართველოს  კონსტიტუციას და გვაშორებს ღირსეულ მომავალს. არა რუსულ კანონს”, – ამბობენ სტუდენტები.

დღეს ასევე, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ.

კომენტარები