მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ზაზა ლომინაძემ, ბეჟან წაქაძემ და რუსული კანონის მომხრე სხვა დეპუტატებმა დეკლარაციები არაკეთილსინდისიერად შეავსეს”

“ზაზა ლომინაძემ, ბეჟან წაქაძემ და რუსული კანონის მომხრე სხვა დეპუტატებმა დეკლარაციები არაკეთილსინდისიერად შეავსეს”

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ე.წ. რუსული კანონის მომხრე დეპუტატებმა ზაზა ლომინაძემ, ბეჟან წაქაძემ, ვასილ ჩიგოგიძემ, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ინჯიამ და ვიქტორ ჯაფარიძემ ქონებრივი დეკლარაცია არაკეთილსინდისიერად შეავსეს.

“დამატებით, 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გაფრთხილებულნი იყვნენ გელა სამხარაული და დავით კაჭარავა.

დაჯარიმებული დეპუტატები ქონებრივ დეკლარაციებში, ყველაზე ხშირად, არასრულფასოვნად ასახავენ უძრავ ქონებასა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

2023 წელს შემოწმებული თანამდებობის პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრების მონიტორინგის შედეგები ერთიან სიად, ანტიკორუფციულ ბიუროს არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ გაუცია”, – აღნიშნულია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.

კომენტარები