მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავს შევაკლავთ” – სოფელ გეგუთის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

“თავს შევაკლავთ” – სოფელ გეგუთის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მყარი ნარჩენების კომპანიამ რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაობი დაიწყო.

ფაქტს ადგილობრივები აპროტესტებენ. რამდენიმე ასეული მოსახლე იმ ადგილზე შეიკრიბა, სადაც კომპანიამ ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო.

აქციას მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პერიმეტრზე განლაგებული ბოძები მოთხარეს და გადაყარეს.

მოსახლეობის თქმით, ფართობს ისინი საძოვრებად იყენებენ და ნაგავსაყრელის მოწყობის შემთხვევაში, პირუტყვი საძოვრის გარეშე დარჩება.

“თავს შევაკლავთ და მაინც არ ავაშენებინებთ, ათასობით ადამიანი პროტესტის უკიდურესს ზომას მივმართავთ. გარდა იმისა, რომ პირუტყვი საძოვრების გარეშე რჩება, ასევე მოიწამლება სასმელი წყალი, ჰაერი და ისტორიულ თამარის ციხესთან, სადაც ყოველდღიურად ტურისტები ჩამოდიან, მათ უკვე ნაგავსაყრელი დახვდებათ”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები