მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თანამედროვე აპარატურა და კვალიფიციური მედ-პერსონალი – “დენტალ ლუქსი”, თქვენი მეგობარი სტომატოლოგიური კლინიკა

თანამედროვე აპარატურა და კვალიფიციური მედ-პერსონალი – “დენტალ ლუქსი”, თქვენი მეგობარი სტომატოლოგიური კლინიკა

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #42-ში, სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ლუქსი” 17 წლის განმავლობაში უწყვეტად ზრუნავს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს.

ამის დასტურია კმაყოფილი პაციენტების ის დიდი რაოდენობა, რომელიც “დენტალ ლუქსმა” ამ პერიოდის განმავლობაში შეიძინა.
კლინიკა მულტიპროფილურია. ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების მომსახურებას მიიღებთ, ესენია: თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, იმპლანტოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, 3D კომპიუტერული ტომოგრაფია, ვიზიოგრაფია და ორთოპანთონოგრამა.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათი საქმიანობის მთავარი მიზანი თავდაჯერებული ღიმილის შექმნაა, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო, ესენია: მაღალკვალიფიციური და მუდმივად განათლების პროცესში ჩართული ექიმები, უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალები და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა.

დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან ქუთაისში სტომატოლოგიური კლინიკა “დენტალ ლუქსი” 24-საათიან რეჟიმში თქვენს სამსახურშია.

“დენტალ ლუქსისთვის” პრიორიტეტი პაციენტია, ამიტომ ჩვენ ასევე გვაქვს ექიმის სახლში გამოძახების სერვისი.

ჩასაწერად, დეტალების გასარკვევად და სასურველ ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკეთ ნომრებზე: 574-512-119 ან (0431) 243560

კომენტარები