მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თანხის წაღება ვერ მოახერხა” – ქუთაისში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა

“თანხის წაღება ვერ მოახერხა” – ქუთაისში, ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის #37 ნომერში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეჭრილმა შეიარაღებულმა, ნიღბიანი პირმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ის ბანკის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ამ დროს ბანკში რამდენიმე მომხმარებელი იმყოფებოდა, რომელმაც შენობის დატოვება მოახერხა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბანკის თანამშრომლები საგამოძიებო ორგანოში გადაიყვანეს ჩვენების მისაცემად.

“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები