მკვლელობა აღდგომის ღამეს – თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, მან კაცს ბლაგვი საგანი თავში ჩაარტყა.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, მკვლელობას წინ მამა-შვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, შვილმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
კომენტარები