მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თუთია – შენი ჯანმრთელობის მეგობარი 

თუთია – შენი ჯანმრთელობის მეგობარი 

ჩვენს ორგანიზმში არსებულ მიკროელემენტებს შორის, თუთიას განსაკუთრებით საინტერესო თავისებურება ახასიათებს, მას ჩვენ ვერ გამოვიმუშავებთ, თუმცა გვჭირდება. დიახ, სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თუთიის შემცველი პროდუქტებისა თუ საკვები დანამატების მიღება.

ის მონაწილეობს მნიშვნელოვან სასიცოცხლო პროცესებში და ასევე პასუხისმგებელია:

· ძვლის, კანის, თმის, ფრჩხილის ჯანმრთელობაზე

· ძლიერ იმუნურ სისტემაზე

· რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ განვითარებაზე

· კოგნიტიური ანუ მეხსიერების ფუნქციების შენარჩუნებაზე

· ბავშვთა ასაკში ზრდა-განვითარებაზე

· ჭრილობების სწრაფ შეხორცებასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე

ამავდროულად, თუთია აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინების შეწოვის და ოპტიმალური მოქმედებისთვის, ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების სინთეზისთვის, ცხიმოვანი მჟავების მეტანოლიზმისთვის.

ალბათ, ყველაზე ხშირად თუთიის შემცველი დანამატების მიღების რეკომენდაციას მაშინ მიიღებთ, როცა თმის ცვენას, ფრჩხილების დათხელებას, კანის გამოშრობას ან ხშირ გაციებას უჩივით. რეალურად, კი ჩვენს ორგანიზმს მასზე მოთხოვნა მუდმივად აქვს, მათ შორის – ორსულობაშიც. სწორედ ამიტომ, თქვენი ექიმი აუცილებლად განსაზღვრავს დოზას, რომელიც ამ კონკრეტულ პერიოდში გესაჭიროებათ. განსაკუთრებით იმატებს მინერალზე მოთხოვნა სტრესისას, სეზონების ცვლის ან მომატებული ფიზიკური დატვირთვისას.

შესაძლოა, დაგარწმუნონ, რომ ცხოველური საკვებიდან მისი მიღება საკმარისია, თუმცა ჩვენს ორგანიზმს შეწოვადობის გარკვეული ლიმიტი აქვს, რომლის მიხედვითაც 50%-მდე შეუძლია თუთიის ათვისება.

გაამდიდრეთ ყოველდღიური რაციონი ზღვის პროდუქტებით, ასევე რძის ნაწარმითა და კვერცხით, თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ ვეგეტარიანული კვებისასაც გაქვთ არჩევანი ხორბლის, თხილეულისა და პარკოსნების სახით.

თუთიის საკვები დანამატების სარგებელი

იმუნური სისტემის მხარდაჭერა: თუთია ცნობილია იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებებით. ის ხელს უწყობს ისეთი იმუნური უჯრედების გამომუშავებას, როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედები და ხელს უწყობს მათი ფუნქციის რეგულირებას. შესაბამისად, სასურველია თუ საპროფილაქტიკო კურსით მოემზადებით ზამთრის და ვირუსების გავრცელების პერიოდისთვის.

ჭრილობების შეხორცება: თუთია ხელს უწყობს რეგენერაციის, ახალი ქსოვილის განვითარების პროცესს.  ეხმარება სხეულს კოლაგენის სინთეზში და მონაწილეობს დაზიანების ადგილზე ანთებითი პროცესების კონტროლში.

კანის ჯანმრთელობა: მიკროელემენტის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს კანის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას. სწორედ ამიტომ, მას ხშირად აღმოაჩენთ ანტი-აკნე, გამონაყარის სამკურნალო  საცხებშიც.

კოგნიტიური ფუნქცია: თუ მეხსიერების გაფანტვას უჩივით და თქვენი ტვინის „დახმარება“ გსურთ, თუთიის საკვები დანამატების მიღებით შესაძლოა კოგნიტიური ფუნქცია გაიუმჯობესოთ.

თუ ახლა არჩევთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, უსაფრთხო საკვებ დანამატებს, ამერიკულ ბრენდ – პიურის შეგიძლიათ გაეცნოთ. უმაღლესი ხარისხის ვეგანური ინგრედიენტებისგანაა დამზადებული და რეკომენდებულია მიღება 18 წლიდან, დღეში 1 ან 2 კაფსულის სახით.

 

კომენტარები