მთავარიახალი ამბებისლაიდი

“თურმე სულ ეჩხუბებოდა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, თუ მისი დანაშაული დადასტურდება”

“თურმე სულ ეჩხუბებოდა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, თუ მისი დანაშაული დადასტურდება”

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში, სხეულის დამწვრობით გარდაცვლილი 33 წლის თეონა დოღონაძის ბებია ამბობს, რომ როგორც ირკვევა, გარდაცვლილ შვილიშვილს მეუღლე ხშირად ეკამათებოდა.

ხანდაზმული ქალის თქმით, ამის შესახებ თეონა დოღონაძე მშობლებს და ოჯახის წევრებს არაფრს ეუბნებოდა.

სხეულის დამწვრობით გარდაცვლილი ქალის ოჯახის ინფორმაციით, ქალის მეუღლე ბოლო პერიოდში სისტემატიურად სვამდა.

“თურმე ბოლო ერთი კვირა სულ მთვრალი იყო. ასევე თურმე ეჩხუბებოდა კიდეც, მაგრამ ჩვენ არაფერს გვეუბნებოდა. დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, თუ მისი დანაშაული დადასტურდება”, – აცხადებს გარდაცვლილი ქალის ბებია ნანი ჭელიშვილი.

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – რა გახდა 33 წლის ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, უცნობია. არსებული ინფორმაცით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში ქალი სხეულის მძიმე დამწვრობით გარდაიცვალა.

ადგილობრივები მომხდარის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა სამ ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, შესაძლოა, 5 შვილის დედას ბენზინი მეუღლემ შეასხა, ცეცხლი წაუკიდა, მეორე ვერსიით, ქალმა შეშინების მიზნით საწვავი თავად გადაისხა ან კიდევ ეს იყო უბედური შემთხვევა.

რაც შეეხება ქალს, ის გონზე იყო, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას სხეულის 35% ჰქონდა დამწვარი.

კომენტარები