მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში “ანტიკორუფციული მოძრაობა” ფუძნდება

იმერეთში “ანტიკორუფციული მოძრაობა” ფუძნდება

იმერეთში საზოგადოებრივი გაერთიანება “ანტიკორუფციული მოძრაობა” ფუძნდება, რომელსაც თემურ ცამციშვილი უხელმძღვანელებს.

აღნიშნული მოძრაობა გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებს.

ანტიკორუფციული მოძრაობის მასშტაბებზე და სამომავლო გეგმაზე რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად ლევან ხაბეიშვილმა და ვასილ ურუშაძემ ისაუბრეს.

მათი განცხადებით, ხელისუფლების მიერ წახალისებული სისტემური და პოლიტიკური კორუფცია, ნეპოტიზმი და მსხვილ ბიზნესში არსებული ოლიგოპოლია, სახელმწიფოს წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევებია.

კომენტარები