მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში ბოლო 6 თვეში 1192 წყვილი განქორწინდა

იმერეთში ბოლო 6 თვეში 1192 წყვილი განქორწინდა

2022 წლის 6 თვეში, საქართველოში 6 629 წყვილი განქორწინდა,  იმერეთის რეგიონში კი ამ რიცხვმა 1192 შეადგინდა.

განქორწინების მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში 4 675 იყო. შესაბამისად, ზრდამ 42% შეადგინა.

განქორწინებასთან ერთად გაზრდილია ქორწინების მაჩვენებელიც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში 9 163 ქორწინება დარეგისტრირდა. წლიური ზრდა 24%-ს შეადგენს.

საქართველოში განქორწინების ყველაზე დიდი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება და ის 2 288 შემთხვევას შეადგენს, საქართველოს რეგიონებში ყველაზე მეტი განქორწინების ფაქტი კი იმერეთში ფიქსირდება.

კომენტარები