მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში შობადობა შემცირდა

იმერეთში შობადობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობამ 45 946 შეადგინა, მათ შორის, 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა.

“საქსტატის” მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 1.2%-ით არის შემცირებული.

იმერეთში 2021 წელს 5 879 ბავშვი დაიბადა, 2020 წელს კი 5 873.

“საქსტატის” მონაცემებით, 2021 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (263) ბავშვი.

კომენტარები