მთავარიახალი ამბებისლაიდი

იმერეთში 1 419 კოვიდინფიცირებულიდან 501 მძიმე პაციენტია

იმერეთში 1 419 კოვიდინფიცირებულიდან 501 მძიმე პაციენტია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან 617 იმერეთში გამოვლინდა.

ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 1419 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

მძიმე პაციენტია 501, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 35 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 36 951 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 052 პირი, გარდაიცვალა – 56. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.02%

კომენტარები