მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ინფო იმერეთმა” ერთი წლის იუბილეზე ლიდერი და წარმატებული ქალები დააჯილდოვა

“ინფო იმერეთმა” ერთი წლის იუბილეზე ლიდერი და წარმატებული ქალები დააჯილდოვა

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთმა” ერთი წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება რესტორან “ამირანში” გაიმართა.

ერთი წლის იუბილეზე “ინფო იმერეთმა” გადაწყვიტა, იმერეთის ლიდერი და გამორჩეული 20-მდე ქალი დაეჯილდოვებინა.

სიგელები “ლიდერი ქალი 2022” გადაეცათ – თამუნა ზაქარეიშვილს, მაკა ხეცურიანს, ანჟელა ორჯონიკიძეს, ნანა გონგაძეს, ია გამეზარდაშვილს, ლალი კუხიანიძეს, ნინო ჩიკვაშვილს, ნათია კილაძეს, ლალი აბაშიძეს, ზაირა ფრუიძეს, მაგული ჩხობაძეს, ეთერ გზირიშვილს, ქეთევან ცხადაძეს, ეკა ცირეკიძეს, მადონა ბარათაშვილს, დოდო შელიას, ნათია გურეშიძეს, ეკა ფხაკაძეს და ნატო დანელიას.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” ვებ-გვერდზე პირველი ადგილობრივი ინფორმაცია გასული წლის 2 სექტემბერს განთავსდა და ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტომ მედიაბაზარზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელის დამკვიდრება შეძლო.

დღეს სააგენტო იმერეთის რეგიონში წამყვან ონლაინ-მედია საშუალებად ითვლება. მასთან თანამშრომლობენ კერძო პირები, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

“ინფო იმერეთის” მთავარი ამოცანაა, ოპერატიულობასთან ერთად შეინარჩუნოს სანდოობა და მიუკერძოებლობა, რასაც იგი ერთი წელია, წარმატებით ახერხებს.

რეგიონული საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge საზოგადოების ყველა სეგმენტზე გათვლილი მედიაპროდუქტია.

კომენტარები