მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ყოჩაღ, ეგა ხართ” გიორგი ვაშაძეს ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

“ყოჩაღ, ეგა ხართ” გიორგი ვაშაძეს ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.

ვაშაძე ტრიბუნიდან განცხადებას აკეთებდა, როდესაც მოულოდნელად ზავრადაშვილი წყალი შეასხა და დარბაზიდან გავიდა.

“ყოჩაღ, ეგა ხართ. არა უშავს. ეს ველურობამდე მოსული მოღალატეების გზა. ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ ყველანი ადგახართ. ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არ უზამს არაფერს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზა იმიტომ, რომ ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერ დააჩოქებს ვერც ერთ ბოროტი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს, ადამიანი. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უყურებს ქართველ ახალგაზრდებს. ეს არის თქვენი უღირსობის მაგალითი. თქვენ გგონიათ, რომ გაიგივათ?  თქვენ ხართ უსამშობლოების გაერთიანება, რომლებიც ღალატის გზას ხართ დამდგარი”, – მიმართა ვაშაძემ “ქართული ოცნების” დეპუტატებს.

კომენტარები