მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, დააკავეს საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებსაც სალერნოში ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად.

სამართალდამცველების თქმით, კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში მოიპარა 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია. მოპარული საქონლის ნაწილი გამოძიების შედეგად ამოიღეს.

დაკავებულების უმეტესობა იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა.

კომენტარები