მთავარიახალი ამბებისლაიდი

ლევან ხაბეიშვილი ქუთაისში სოციალურად დაუცველებს შეხვდა

ლევან ხაბეიშვილი ქუთაისში სოციალურად დაუცველებს შეხვდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ქუთაისში სოციალურად დაუცველებს შეხვდა.

ლევან ხაბეიშვილი სოციალურ საცხოვრისში იმყოფებოდა და იქ არსებულ პირობებს გაეცნო.

მისი თქმით, ადამიანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და ხელისუფლება ამ ხალხის ხარჯზე მდიდრდება.

ხაბეიშვილის განცხადებით, აუდიტმაც დაადასტურა, რომ საცხოვრისთვის გამოყოფილი 4 მილიონი არამიზნობრივად დაიხარჯა და შენობა ისევ ავარიულია.

“ქუთაისში “რუსულმა ოცნებამ“ სოციალური საცხოვრებელი, რომ შეეკითხოთ, გაარემონტეს, ოთხი მილიონი ლარი დახარჯეს, თუმცა წყალი ჩამოდის, უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს 80-მდე ოჯახს ამ შენობაში, სადაც „რუსულმა ოცნებამ“ ქუთაისში ოთხ მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტიდან აიღო და ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაფლანგეს, ოღონდ ამას მე კი არ ვამბობ, რომ გაიფლანგა, არამედ აუდიტმა დაწერა დასკვნა, რომ ორი მილიონი ლარი ოფიციალურად არის გამქრალი.

მიუხედავად იმისა, რომ 3-4 წელია, რაც ეს დასკვნა დადო აუდიტმა, არავის პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია და პლუს ამას, ამ ოთხი წლის განმავლობაში, რომ აწვიმთ ამ ადამიანებს, რომ ათოვთ, ზამთარში რომ ვერ თბებიან, ნესტი რომ არის და გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება, არც ამ ხალხისთვის არაფერი არ იცვლება და წლიდან-წლამდე იხვეწებიან ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს. ცხადია, ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ საქმით, როგორც პროკურატურას დამატებითი გამოძიებისთვის მივმართავ და მოვუწოდებ, ე.წ. მერს, რომ ამ ადამიანების პრობლემების დაინტერესდეს და სასწრაფოდ იქნას მოგვარებული ის პირველადი მოხმარების პრობლემა, რაც უკავშირდება სახურავს, ნესტს და არაადამიანურ გარემოს ამ სოციალურ საცხოვრებელში“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები