მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მარიამ მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

მარიამ მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

წყალტუბოელი სპორტსმენი მარიამ მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს გოგონათა შორის მარიამ მაისურაძე (49 კგ.) ასპარეზობს.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 68 / 72 / 74 კგ დაძლია.

გარდა ამისა, მარიამ მაისურაძემ ატაცში საქართველოს რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

კომენტარები