მთავარიახალი ამბებისლაიდი

მდინარე ლეხიდარში დამხრჩვალი მოზარდი 16 წლის სოსო მანაგაძეა

მდინარე ლეხიდარში დამხრჩვალი მოზარდი 16 წლის სოსო მანაგაძეა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხიდარში დამხრჩვალი მოზარდი 16 წლის სოსო მანაგაძეა.

სკოლის მოსწავლის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. რთული რელიეფის გამო მაშველებმა ცხედარი მდინარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს.

“ჩემო პატარა ძმაო, დაგვაკლდები ყველას”, – წერს სოციალურ ქსელში მეგობარი.

არასრულწლოვანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ლეხიდარში მდინარეშე 2 აპრილს გადავარდა. ორდღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მაშველებმა მის ცხედარს მიაკვლიეს.

კომენტარები