მთავარიახალი ამბებისლაიდი

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებას ქუთაისის სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვა

მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენის გამოცხადებას ქუთაისის სასამართლოში დაპირისპირება მოჰყვა

მეგობრის მკვლელობაში მსჯავრდებულ ალექსანდრე ტოგონიძეს, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

მოსამართლეთა კოლეგიის ამ გადაწვეტილების სასამართლო დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

“მოსამართლევ, შენ დედა გყავს?!” – მიმართა მსჯავრდებულის დედამ მოსამართლეთა კოლეგიას.

განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირი ამტკიცებს, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება – მისი აღიარება პოლიციამ წამების შედეგად მოიპოვა.

ალექსანდრე ტოგონიძის ინფორმაციით, 2019 წლის 17 ნოემბერს საჩხერის პოლიციის უფროსმა დაურეკა და სახლიდან მოტყუებით გაიყვანა, უთხრა, რომ პირად საქმეზე შეხვედრა უნდოდა. ის დათანხმდა, თუმცა ამბობს, რომ განყოფილებამდე ვერ მივიდა.

ტოგონიძის მტკიცებით, გზად მას ქუთაისის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და სამხარეოს შენობაში იძულებით წაიყვანეს.

მისივე თქმით, პოლიციელებმა ყველაზე სასტიკი მეთოდები გამოიყენეს და აწამეს. წამებას თან ახლდა მუქარა ოჯახის წევრების მიმართ. სწორედ ეს გაახდა მიზეზი, რის გამოც, ტოგონიძის თქმით, მან ხელი მოაწერა ჩვენებას, რომლის თანახმადაც, თითქოს ის აღიარებდა, რომ 2018 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენი ნიკოლოზ ქუმსიშვილი მოკლა.

ამ მკვლელობის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. 3 წლის წინ მედიაში მხოლოდ ის გავრცელდა, რომ სამართალდამცველებმა ვანის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს.

სასტიკ მკვლელობაში დამნაშავეს პოლიცია წელიწადნახევრი ეძებდა. სავარაუდეოდ, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო სამართალდამცავებს უჭირდათ დაედგინათ პირი, ვინც ბიზნესმენი მოკლა.

კომენტარები