მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მერმა გვითხრა შუქი 90-იან წლიანებშიც არ იყო, მაგრამ ცოცხლობდა ხალხიო“ – ვანის მუნიციპალიტეტის 700-მდე ოჯახი დამხმარებას ითხოვს

“მერმა გვითხრა შუქი 90-იან წლიანებშიც არ იყო, მაგრამ ცოცხლობდა ხალხიო“ – ვანის მუნიციპალიტეტის 700-მდე ოჯახი დამხმარებას ითხოვს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

700-მდე ოჯახს მე-4 დღეა, ელექტროენერგია არ მიეწოდება, შეფერხებით აქვთ ბუნებრივი გაზი და გაუწმენდავია გზები.

ადგილობრივების განმარტებით, ისინი დახმარებას მერს სთხოვენ, რომელიც უშუქოდ დარჩენილ ადამიანებს არაადეკვატურ პასუხებს სცემს.

“ყუმურში 4 დღეა, შუქი არ გვაქვს, მერმა გვითხრა შუქი 90-იან წლიანებშიც არ იყო, მაგრამ ცოცხლობდა ხალხიო. განუკითხაობა ხდება ჩვენს რაიონში”, – აცხადებს სოფელ ყუმურის მკვიდრი.

იმერეთში რამდენიმე დღის წინ ინტენსიურად თოვდა, რის გამოც რეგიონს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა.

კომენტარები