მთავარიახალი ამბებისლაიდი

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან

თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩანიშნულ მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეეები პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მის სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების თქმით, დღეს დუმილი დანაშაულია, ამიტომ მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს.

აქციის გამართვის ინიციატორი მესამე პრეზიდენტის მამა ნიკოლოზ სააკაშვილია, რომელმაც საზოგადოების წევრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ასევე მედიკოსებსა და ევროინტეგრაციის მომხრეებს კანცელარიასთან შეკრებისკენ მოუწოდა.

აქცია თბილისში, კანცელარიასთან 14:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები