მთავარიახალი ამბები

მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის – “ჰელვერის ღამის” პრემიერა გაიმართა

მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის – “ჰელვერის ღამის” პრემიერა გაიმართა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პოლონელი დრამატურგის ინგმარ ვილკვისტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – “ჰელვერის ღამის” პრემიერა გაიმართა, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ დადგა.

სპექტაკლში ცნობილი არტისტები რამაზ იოსელიანი და ევა ხუტუნაშვილი მონაწილეობენ.

“ჰელვერის ღამე” არის ფსიქოლოგიური დრამა ორი ადამიანის რთული ცხოვრებისა და ურთიერთობის შესახებ. კარლა და ჰელვერი დედა-შვილის, ქალისა და კაცის, მკურნალისა და პაციენტის არქეტიპებად არიან განზოგადებული. ჰელვერი მარადიული შვილია, თუმცა ოცდაათი წლისაა. კარლა “ცოტათი უფროსია“. პერსონაჟების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

კოსტიუმებისა და სცენოგრაფიის ავტორია ვერა ყიფიანი.

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპექტაკლი “ჰელვერის ღამეს” “თეატრალური საგანძურის“, ფარგლებში, მაღალი ხარისხით გადაიღებენ, რითაც სპექტაკლი თანამედროვე ქართული სპექტაკლების ელექტრონულ არქივს შეემატება და ქართული თეატრის ისტორიაში დარჩება.

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 2, 4 და 5 ივნისსაც გაიმართა.

კომენტარები