მთავარიახალი ამბებისლაიდი

მეუფე იოანე – უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა

მეუფე იოანე – უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანეს აზრით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

“აქ ვხედავთ ცალმხრივ წაქეზებას ერთი მხარის – აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული, კარგია, რომ ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინაში და მშვიდობიან მოქალაქეებს, გაჭირვებაში მყოფ ხალხს ეხმარება, მაგრამ იარაღის მიწოდება ამ დროს, ეს არის ნავთის დასხმა ცეცხლზე”, – აცხადებს მეუფე იოანე.

მისივე თქმით, ერთის ლანძღვით, მეორის გამართლებით დაპირისპირებას ვაღრმავებთ.

“არ გამოიძებნა გზა შეჩერების და საერთო ენის პოვნის. ის ომი, რაც მანამდე იყო და მინსკის მოლაპარაკებები, მაშინ არ მოხდა დაცვა იმ პირობების, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ის მცირედი უფრო დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დღეს უფრო ძნელია საერთო ენის პოვნა. მაშინ რომ ეპოვათ, დღეს ეს პრობლემა არ იქნებოდა. რატომ ხდება ეს? ეს პოლიტიკაა, ეს სფეროა, რაც ზედაპირზე სჩანს, ეს არის ერთი მეათედი იმისა, რაც კულისებს მიღმა ხდება, ამიტომ აქ ჩარევა, დასკვნების გაკეთება, ერთი მხარის ლანძღვა, მეორის გამართლება – ეს გამოსავალი არ არის, ამით ჩვენ ვაღრმავებთ დაპირისპირებას“, – აცხადებს ქუთაისელ-გაენათელი მიტროპოლიტის,

კომენტარები