მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც აცნობიერებენ სწორ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას”

“მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც აცნობიერებენ სწორ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას”

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მე-2 კურსის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ მზად არიან, იდგნენ მათ გვერდით, ვინც სწორ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აცნობიერებს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც აცნობიერებენ სწორ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

ერთხმად და მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უგულებელყოფს  საქართველოს კონსტიტუციას და გვაშორებს ღირსეულ მომავალს.

არა რუსულ კანონს!” – აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

კომენტარები