მთავარიახალი ამბებისლაიდი

მიწის მასით პიკეტირებული ბიზნესი ქუთაისში – ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

მიწის მასით პიკეტირებული ბიზნესი ქუთაისში – ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. აღნიშნულის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, თუმცა ამ დროისათვის უცნობია, რა დრომდე გაგრძელდება შეზღუდვა.

ჭავჭავაძის გამზირზე კომერციული ობიექტიებია განთავსებული, სადამდეც მომხმარებლები ფაქტობრივად ვეღარ აღწევენ.

“დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე ქუთაისის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან მესხის ქუჩამდე. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან, პირველ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ასათიანის და ნიკეას ქუჩების კვეთიდან ე.ნინოშვილის და კ.გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები