მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მოგვეშველეთ, სოფელი მიწის ქვეშ მოექცევა, ხელისუფლებას ჩვენი პრობლემები არ აინტერესებს”- ჭიათურელები შველას ითხოვენ

“მოგვეშველეთ, სოფელი მიწის ქვეშ მოექცევა, ხელისუფლებას ჩვენი პრობლემები არ აინტერესებს”- ჭიათურელები შველას ითხოვენ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ითხვისში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. სახნავ-სათესი მიწები დამეწყრილი, გზები დაბზარული, ეზოები ნაპრალებად არის ქცეული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლების სარდაფები წყლით აივსო, სახლები დაიბზარა, ეზოებში მიწამ დაბლა დაიწია, ჭურები სიღრმეში ჩავიდა. რამდენიმე ოჯახმა სახლები დაცალა, რადგან საცხოვრებლად საშიში გახდა და ნათესავებს აფარებს თავს.

“მოგვეშველეთ, სოფელი მიწის ქვეშ მოექცევა, მიწა ჩაგვყლაპავს ისე, რომ ვერავინ ცხედრებსაც ვეღარ იპოვის. ათობით ოჯახი საფრთხის წინაშე ვართ. ხელისუფლებას ჩვენი პრობლემები არ აინტერესებს”, – აცხადებენ ადგილობრივები.

შექმნილი მდგომარეობის გამო, ითხვისს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა. ბუნებრივ აირსაც თიშავდნენ, რადგან გაზსადენი მილები დაიჭიმა და ავარიების საფრთხე შეიქმნა, თუმცა ითხვისელების თხოვნით, გაზის გათიშვა, დროებით, გადავადდა.

კომენტარები