მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მოგვპარეს ფული და ოქროულობა, აღარაფერი დაგვრჩა” – ქუთაისში მარიუპოლიდან დევნილი უკრაინელები გაქურდეს

“მოგვპარეს ფული და ოქროულობა, აღარაფერი დაგვრჩა” – ქუთაისში მარიუპოლიდან დევნილი უკრაინელები გაქურდეს

ქუთაისში უკრაინელი ოჯახი გაქურდეს. წაღებულია 4 500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები.

მარიუპოლიდან დევნილების დროებითი საცხოვრებელი სახლის გაქურდვა იმ დროს მოდა, როდესაც დედას შვილი სკოლაში ჰყავდა წაყვანილი.

ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სახლში შეღწევა კარის გატეხვის შედეგად შეაღწიეს.

“მარიუპოლიდან ჩამოვედით, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, ნამდვილად არ ველოდით, რომ აქ ასეთი რამ შეგვემთხვეოდა. გუშინ ბავშვები სკოლიდან რომ მოვიყვანეთ სახლი არეული დაგვხვდა. მოგვპარეს ფული, 4 500 დოლარი და ოქროულობა, პოლიცია გამოვიძახეთ. 3 ბავშვი გვყავს, არ ვიცი ამის შემდეგ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას, აღარაფერი დაგვრჩა”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

უცნობი პირების დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა.

კომენტარები