მთავარიახალი ამბებისლაიდი

მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია დღეიდან სავალდებულო ხდება

მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია დღეიდან სავალდებულო ხდება

AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია დღეიდან სავალდებულო ხდება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექვემდებარებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 28 მარტამდე მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაციისათვის მოქმედებდა რეგისტრაციის გამარტივებული წესი. გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 28 მარტამდე AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი იყო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (PTI) ცენტრების საშუალებითაც.

კომენტარები