მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო შევიდა ცვლილებები”- ქუთაისის მერიამ ნავარაუდევი წვიმის გამო ქალაქის დღესასწაულის დღის განრიგი შეცვალა

“მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო შევიდა ცვლილებები”- ქუთაისის მერიამ ნავარაუდევი წვიმის გამო ქალაქის დღესასწაულის დღის განრიგი შეცვალა

ქუთაისის მერიამ 2 მაისს, ქალაქის დღესასწაულის დღის განრიგი, ნავარაუდევი ძლიერი წვიმის გამო შეცვალა.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყება.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” გთავაზობთ “გვირილობის” შეცვლილ დღის განრიგს.

 

 

კომენტარები