მთავარიახალი ამბებისლაიდი

მრევლის ნაწილი მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქციას მართავს

მრევლის ნაწილი მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქციას მართავს

მცირე ხმაურია ამ წუთებში ზესტაფონში, სადაც ადგილობრივები მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტის, მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქციას მართავენ.

მრევლის ნაწილის რეზიდენციის კარის აჭედვას ცდილობს. პროტესტის მონაწილეების თქმით, მეუფე სოდომურ ცოდვაში მხილებულ პირებს მღვდლებად აკურთხებს, რაც მათთვის შეურაცხმყოფელია.

მათივე თქმით, არაერთხელ შეეცადნენ საკითხზე კომუნიკაციას, თუმცა უშედეგოდ.

მსგავსი ბრალდებით მეუფე მელქისედეკის წინააღმდეგ აქცია მეორედ იმართება.

კომენტარები