მთავარიახალი ამბებისლაიდი

მწვერვალ “დედაენაზე” ბიზნესმენი ილია კოკაია დაიღუპა

მწვერვალ “დედაენაზე” ბიზნესმენი ილია კოკაია დაიღუპა

მწვერვალ დედაენაზე უბედური შემთხვევის შედეგად ბიზნესმენი ილია კოკაია დაიღუპა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა.

ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელი.

კომენტარები